კიდევ ერთი ტესტი სხვადასხვა ეკონომიკურ თემაზე, უპასუხე კითხვებს და ნახე, რამდენი ქულის მიღებას შეძლებ.
-
Question of
რა არის საფასო დისკრიმინაცია?
-
რაიმე პროდუქტის შეძენაზე უარის თქმა მაღალი ფასის გამო
-
პროდუქტის სხვადასხვა მომხმარებელზე სხვადასხვა ფასად გაყიდვა
-
პროდუქტზე თვითღირებულებაზე მეტი ფასის დაწესება
-
ორი მსგავსი პროდუქტიდან ნაკლებფასიანი პროდუქტის არჩევა
-
-
Question of
რა არის არბიტრაჟი ეკონომიკაში?
-
პროდუქტის დაბალ ფასად შეძენა და ძვირად გაყიდვა
-
პროდუქტის გასაყიდი ფასის კონტროლი
-
პროდუქტის ყველა ქვეყანაში ერთნაირ ფასად გაყიდვა
-
პროდუქტის ფასის ცვლილება მოთხოვნის ცვლილებასთან ერთად
-
-
Question of
ჩამოთვლილთაგან რომელია საფასო დისკრიმინაციის შემთხვევა?
-
სხვადასხვა ქვეყანაში ერთი და იგივე პროდუქტზე განსხვავებული ფასის დაწესება
-
კინოთეატრში სტუდენტებისთვის ფასდაკლების შეთავაზება
-
პენსიონერებისთვის შეღავათიანი ტარიფი ტრანსპორტზე
-
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
-
-
Question of
ზოგადად, რა მოუვა პროდუქტის ფასს, თუ მყიდველებს იმაზე მეტის ყიდვა სურთ, ვიდრე გამყიდველებს წარმოება?
-
გაიზრდება
-
შემცირდება
-
არ შეიცვლება
-
-
Question of
თუ მწარმოებლები იმაზე მეტ პროდუქტს აწარმოებენ, ვიდრე მომხმარებელს ყიდვა მოუნდება, მაშინ ფასი:
-
გაიზრდება
-
შემცირდება
-
არ შეიცვლება
-
-
Question of
რა არის მსყიდველობითი უნარის პარიტეტი (PPP)?
-
თეორია, რომლის მიხედვითაც პროდუქტზებზე ყველა ქვეყანაში განსხვავებული ფასები უნდა იყოს
-
თეორია, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანს თანაბარი რაოდენობის პროდუქტის შეძენა უნდა შეეძლოს
-
თეორია, რომლის მიხედვითაც ფასები დამოკიდებულია მოსახლეობის მსყიდველობით უნარზე
-
თეორია, რომლის მიხედვითაც კონკრეტული თანხით სხვადასხავი ქვეყანაში ერთი და იგივე რაოდენობის პროდუქტის შეძენა უნდა შეგეძლოს
-
-
Question of
რა არის ბიგ მაკის ინდექსი?
-
ბიგ მაკის ფასით ქვეყნების მსყიდველობითი უნარის პარტიტეტის შედარება
-
ქვეყნის შიგნით ბიგ მაკის მოხმარების გაზომვა
-
ბიგ მაკზე მოთხოვნის რაოდენობით ქვეყნის ეკონომიკის გაზომვა
-
ბიგ მაკის ხარისხისა და ფასის პროპორციულობა
-
-
Question of
რა არის საერთო რესურსების ტრაგედია?
-
სახელმწიფოს მიერ რესურსების არამიზნობრივი გამოყენება
-
გამოზოგვის მოტივაციის არ არსებობს გამო რესურსების შემცირება
-
რესურსების გამოყენებაზე უარის თქმა
-
რესურსების გამოყენებაზე წვდომის შეზღუდვა
-
-
Question of
როგორ ცდილობენ საერთო რესურსების ტრაგედიის მოგვარებას?
-
კანონით კონტროლით
-
კულტურული ნორმებით
-
საერთო საკუთრებაში კერძო საკუთრების ელემენტების შეტანით
-
ყველა ზემოთ ჩამოთვლილით
-
-
Question of
როგორ პროდუქტს ეწოდება “ქვედა” ანუ inferior good?
-
პროდუქტი, რომელზე მოთხოვნაც შემცირდება, თუ შემოსავალი გაიზრდება
-
პროდუქტი, რომელზე მოთხოვნაც გაიზრდება, თუ შემოსავალი გაიზრდება
-
პროდუქტი, რომელზე მოთხოვნაც არასდროს იცვლება
-
პროდუქტი, რომლის ფასიც შემოსავალის ზრდასთან ერთად იმატებს
-
GIPHY App Key not set. Please check settings