in

გაუთვალისწინებელი შედეგები პრობლემებს წარმოქმნიან

სტატია მოიცავს “საღი აზრის ეკონომიკის” 1.12. პარაგრაფს – სრული წიგნის ლინკი: https://bit.ly/3FaSKsE

(წიგნი ნათარგმნია GELI-სა და EFI-ის თანამშრომლობით)

წარმოიდგინე, რომ ბავშვმა თამაშისას ბურთი შემთხვევით მაღაზიის ვიტრინას მოარტყა და შუშა ჩაამტვრია. მაღაზიის მეპატრონეს ხელოსნის მოყვანა დასჭირდა ფანჯრის გამოსაცვლელად. ერთი შეხედვით, ფანჯრის გატეხვა კარგია, რადგან ხელოსანი დასაქმდა, თუმცა ეს მოსაზრება არ ითვალისწინებ მეორად ეფექტებს. მაღაზიის მეპატრონეს ამ ფულს სხვა რამეში დახარჯავდა – დასაქმება სხვა სფეროში მოხდებოდა, მაგალითად თუ იგი ფეხსაცმელს შეიძენდა, შემოსავალი მეწაღეს ექნებოდა.

მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დაზიანებულის აღდგენა დასაქმებას ზრდის და ეკონომიკისთვის კარგია “დამსხვრეული ფანჯრის ილუზია” ეწოდება. შეკეთებისას დახარჯული რესურსების ამცირებს საზოგადოების უნარს, რომ აწარმოოს სხვა ღირებული პროდუქტი ან მომსახურება.

მეორადი ეფექტების უკეთ გასაგებად მაგალითები გამოვიყენოთ. საქართველოს მთავრობას სურდა ბენზინის მოხმარების კლებით ჰაერის დაბინძურება შეემცირებინა. ამიტომ 2017 წელს დააწესა აქციზი, რომელიც ძირითადად მიმართული იყო ძლიერი ძრავის მქონე მოძველებულ ავტომობილებზე. რაც უფრო ძლიერი ძრავი აქვს მანქანას, მით მეტია გადასახადი. მაგალითად, საბაჟო მოსაკრებელი აქციზს გადასახადთან ერთად 2002 წელს გამოშვებულ ავტომობილზე 1,5-ლიტრიანი ძრავით 3 731 ლარი ჯდებოდა, თუმცა იმავე წელს გამოშვებული 2,5-ლიტრიანი ძრავის მქონე ავტომობილის საბაჟო მოსაკრებელი და აქციზის გადასახადი ერთად 6 219 ლარი იყო, ხოლო 3,5-ლიტრიანი ძრავით – 8 706 ლარი. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი ადამიანი იყიდდა ნაკლებად მძლავრ ავტომობილს. 

რა შეიძლება იყოს რეგულაციის მეორადი შედეგები? სხვა ქვეყნების მაგალითები გვიჩვენებს, რომ ადამიანები უფრო მეტს დადიან მსუბუქი მანქანებით, შესაბამისად, ბენზინის მოხმარება არ მცირდება. გარდა ამისა, მსუბუქ ავტომობილში მგზავრები ნაკლებად არიან დაცულები ავტოავარიის დროს.

მეორადი ეფექტები მოჰყვა ბრიტანეთში კანონმდებლობის ცვლილებას ღვედის გამოყენებასთან დაკავშირებით. წინა სავარძელზე მჯდომი მგზავრებისთვის ღვედი აუცილებელი გახდა. კანონის მიღებიდან 2 წელში წინა სავარძელზე მჯდომთა გადარდავალების რიცხვმა მართლაც იკლო, თუმცა გაიზარდა ფეხით მოსიარულეთა, მოტოციკლის მძღოლების და უკანა სავარძელზე მჯდომ მგზავრთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ღვედის მატარებელი მძღოლები უფრო დაცულად გრძნობდნენ თავს და მანქანას უფრო სახიფათოდ ატარებდნენ.

მეორადი ეფექტები შეიძლება მოჰყვეს როგორც პოლიტიკურ, ასევე პირად გადაწყვეტილებებს. ამიტომ აუცილებელია, ყურადღებით ვიყოთ გაუთვალისწინებელი შედეგების მიმართ.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფასების ზრდის აკრძალვა (?!)

სტიმულების ძალა