in

ტურიზმი

ტურიზმი მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია. მაგალითად, 2019 წელს მსოფლიო შემოსავალმა ტურიზმიდან 8.9 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 10.3% იყო.

მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი განვითარებული ქვეყნისთვის ტურიზმი ეკონომიკის წამყვანი სფერო არ არის, მსოფლიოში 10-დან 1 ადამიანი სწორედ ამ სექტორშია დასაქმებული.

COVID-19-მა ეკონომიკის ყველა სფეროზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, თუმცა ტურიზმს ვირუსის შედეგები კოვიდის გამოჩენისთანავე შეეტყო.

ეკონომისტებმა ტურიზმის შემცირების სხვადასხვა ვერსია გამოითვალეს, ოპტიმისტური სცენარით ის 58%-ით, რეალისტურით 70%-ით, პესიმისტურით კი 78%-ით შემცირდება. წინა კრიზისების პერიოდში ტურიზმი 10-20 თვეში ახერხებდა პრობლემის დაძლევას,

თუმცა კოვიდ-19-ის შემთხვევა განსაკუთრებულია და როგორც ექსპერტები ამბობენ, 2021 წლის პროგნოზირება რთულია და დამოკიდებულია იმაზე, მოვახერხებთ თუ არა 2020 წლის განმავლობაში კოვიდის გაკონტროლებას.

კოვიდ-19 განსაკუთრებით მძიმედ აისახა იმ ქვეყნებზე, რომელთა ეკონომიკაშიც ტურიზმს დიდი წილი ეკუთვნოდა. ტურიზმის მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები დაანონსდა.

ტურიზმში ჩართულ ობიექტებს გადაუვადეს ან გაუუქმეს გადასახადები და სესხები, უმუშევრად დარჩენილებს დაეხმარნენ მატერიალურად, დაუსუბსიდირეს ხელფასები, მისცეს სასაჩუქრე ვაუჩერები, წაახალისეს შიდა ტურიზმი სხვადასხვა პროგრამით და ა.შ.

როგორი იქნება 2021 წლის ტურიზმის პროგნოზი, ამას 2020 წლის განმავლობაში გავიგებთ.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნავთობი

იცი როგორ მართავდა ოთარაანთ ქვრივი პირად ბიუჯეტს?