in

ვაჭრობიდან მიღებული სარგებელი

სტატია მოიცავს “საღი აზრის ეკონომიკის” 1.4. პარაგრაფს – სრული წიგნის ლინკი: https://bit.ly/3FaSKsE

(წიგნი ნათარგმნია GELI-სა და EFI-ის თანამშრომლობით)

ვაჭრობა მყიდველისთვისაც და გამყიდველისთვისაც სასარგებლოა, სწორედ ესაა სავაჭრო გარიგებების საფუძველი. 

სარგებლის მიღება სამი ძირითადი წყაროდან შეიძლება. 

  1. ვაჭრობის საშუალებით პროდუქტი, რომელსაც ვიღაც ნაკლებად აფასებს ხვდება ისეთ ადამიანთან, ვინც მას მეტად აფასებს. ვაჭრობა ღირებულ პროდუქტს ქმნის მაშინაც, თუ ახალი არაფერი წარმოებულა – მაგალითად, როცა მეორად საქონელს შევიძენთ. 

2. ვაჭრობა ხელს უწყობს მსხვილ წარმოებასა და მოხმარებას სპეციალიზაციით – ანუ ისეთი საქმიანობით, რომელიც ყველაზე კარგად და ეფექტურად გამოგვდის. სპეციალიზაციის შედეგად ადამიანები სხვადასხვა პროდუქტს ქმნიან და თავიანთ შექმნილ პროდუქტს ყიდიან, სანაცვლოდ კი ისეთ პროდუქტს ყიდულობენ, რომლის შექმნაც მათთვის ბევრად ხარჯიანი იქნებოდა. ურთიერთგაცვლის საშუალებით, სპეციალიზირებული ადამიანები იმაზე მეტ პროდუქტს აწარმოებენ, ვიდრე სხვა შემთხვევაში შეძლებდნენ. ამ პრინციპს ეკონომიკაში ფარდობითი უპირატესობის კანონი ეწოდება. 

ფარდობითი უპირატესობის კანონის საფუძველი საღი აზრია – თუ ვინმე პროდუქტზე იმაზე დაბალ ფასად შემოგთავაზებს, ვიდრე თავად დაგიჯდებოდა, ცხადია, ასეთ ნივთს იყიდი. საკუთარ დროს და რესურებს კი ისეთი პროდუქტის წარმოებაში დახარჯავ, რომელიც კარგად გამოგდის ანუ თქვენთვის დაბალხარჯიანია.

მაგალითად, ექიმებს თითქმის ყოველთვის ჰყავთ დამხმარე პაციენტის ისტორიის შესავსებად, თავად კი იმ დროს, რომელიც ისტორიის შევსებაში უნდა დაეხარჯათ, პაციენტის გასინჯვას ახმარენ. Მიუხედავად იმისა, რომ ექიმს შეიძლება პაციენტის გასინჯვაც და ისტორიის შევსებასაც უკეთ შეეძლოს ვიდრე მის დამხმარეს, ექიმისთვის უმჯობესია ისტორიის შევსებაზე დასახარჯი დრო პაციენტის გასინჯვაზე დახარჯოს, რაც მისთვის უფრო ღირებული საქმეა – ასეთი ქცევა უფრო მომგებიანია.

3. მსხვილმასშტაბიანი წარმოება კომპანიებს საშუალებას აძლევთ ერთი ერთეული უფრო დაბალი ხარჯით აწარმოონ. ვაჭრობის საშუალებით კომპანიებს პროდუქტის გაყიდვა ფართო ბაზარზე შეუძლიათ, ხოლო თავად უფრო მეტს აწარმოებენ ისე, რომ მაქსიმალური მოგება ნახონ. ღია ბაზრებზე პროდუქტები და რესურსები ისეა განაწილებული, რომ წარმოებული საქონლისა და მომსახურების ღირებულება, რაოდენობა და მრავალფეროვნება მაქსიმალურად გაიზარდოს. 

თანამედროვე სამყაროში ვაჭრობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ის საშუალებას გვაძლევს იმაზე მეტი პროდუქტი მოვიხმაროთ, ვიდრე თავად ვაწარმოებდით. წარმოდიგინე, რომ სახლის აშენება, ტანსაცმლის კერვა და ტექნიკის აწყობა თავად რომ გიწევდეს. ამ ყველაფრის თავად კეთება რომ არ გვიწევს სწორედ ვაჭრობისა და სპეციალიზაციის დამსახურებაა.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

რატომაა ზოგი ქვეყანა მდიდარი, ზოგი ღარიბი?

ინსტიტუციების როლი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის განვითარებაში