in

ეკონომიკაეკონომიკა ქცევითი ეკონომიკაქცევითი ეკონომიკა ბაიესიბაიესი ალბათობაალბათობა ორჯერ ორიორჯერ ორი ორჯერორიორჯერორი

ბიბლიოთეკარი თუ ფერმერი? – ბაიესის თეორემა

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქცევითი ეკონომიკის განვითარებაში ფსიქოლოგებს დანიელ კანემანს და ამოს ტვერსკის – უდიდესი წვლილი მიუძღვით. ხოდა, ამ ორმა ადამიანმა ერთ-ერთი ექსპერიმენტის მონაწილეებს ჰკითხეს: „თუ გეტყვით, რომ სტივი არის წყნარი და მოწესრიგებული, უყვარს ადამიანები, მაგრამ არ უყვარს მათთან კონტაქტი, ინტროვერტი და წესრიგის მოყვარულია, რას უფრო დიდი ალბათობით იფიქრებთ, რომ სტივი არის ბიბლიოთეკარი თუ ფერმერი?“ არ ვიცი თქვენ რას იფიქრებთ, მაგრამ ადამიანების უმეტესობამ (დაახლოებით 90%-მა) მათ უპასუხეს, რომ სტივი არის ბიბლიოთეკარი.

ეს პასუხი განპირობებული იყო ბიბლიოთეკარზე სტერეოტიპული წარმოდგენით. ადამიანები ფიქრობენ, რომ ბიბლიოთეკარი უნდა იყოს ისეთი, როგორადაც აღწერილია სტივი. სიმართლეა ეს თუ არა ამაზე არ ვილაპარაკოთ, უბრალოდ ექსპერიმენტების დიდმა ნაწილმა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არ გაითვალისწინა.

როგორია დედამიწაზე ბიბლიოთეკარებისა და ფერმერების პროპორცია? თუ 100000000 ფერმერზე 1 ბიბლიოთეკარი მოდის, მაშინ ხომ ძნელი დასაჯერებელია, რომ სტივი ბიბლიოთეკარი იყოს?

იმ მომენტში, როცა ექსპერიმენტი ჩატარდა, ამერიკაში ფერმერბისა და ბიბლიოთეკარების გადანაწილება მთლად ასეთი დიდი სხვაობით არა, მაგრამ 1:20-თან იყო, ანუ 1 ბიბლიოთეკარზე 20 ფერმერი მოდიოდა.

რა თქმა უნდა ექსპერიმენტის მონაწილეებისგან არავინ ელოდა ამ პროპორციის ზუსტ ცოდნას, თუმცა საინტერესო იყო, ვინმეს საერთოდ თუ გაახსენდებოდა, რომ ეს პროპორცია სწორი პასუხის მისაღებად მნიშვნელოვანია.

თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ადამიანების უმეტესობამ უპასუხა რომ სტივი ბიბლიოთეკარია. რეალურად რა არის სტივის ბიბლიოთეკარობის ალბათობა? როგორც უკვე ვთქვით ფერმერი:ბიბლიოთეკარი 20:1-ზე პროპორციით იყო. სტერეოტიპიდან გამომდინარე დავუშვათ, რომ ბიბლიოთეკარების 40% არის მორცხვი და მოწესრიგებული, სტივივით. ასევე დავუშვათ, რომ ფერმერების მხოლოდ 10%-ია სტივის ხასიათის. პირველი ფაქტი, რომელიც ვიცით არის რომ სტივი არის მორცხვი. თუ ჩვენ წინაში ორი პროფესიის ადამიანები არიან: ბიბლიოთეკარები და ფერმერები, მათ შორის უნდა ვეძებოთ მორცხვი პიროვნებები. ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ მორცხვი ბიბლიოთეკარები, რომელიც უნდა გავყოთ ყველა მორცხვის რაოდენობაზე: მორცხვ ბიბლიოთეკარს + მორცხვი ფერმერები და ასე მივიღებთ პასუხს კითხვაზე: რა არის იმის ალბათობა, რომ მორცხვი სტივი იყოს ფერმერი?

შევხედოთ გრაფიკულად:

ამას, როცა რაღაც მოვლენის ალბათობას (სტივი ბიბლიოთეკარია) ვითვლი, უკვე მომხდარი მოვლენით (სტივი მორცხვია) ბაიესის თეორემა ეწოდება.

გამოთვლებს რომ თავი დავანებოთ, ერთი იუთუბერის ფრაზით დავამთავრებთ სტატიას: რაციონალურობა არა ფაქტებით აზროვნება, არამედ რელევანტური ფაქტებით აზროვნებაა. ადამიანის რაციონალურობა / ირაციონალურობაზე კი თუ მეტის გაგება გსურთ: კანემანს და ტვერსკის გადახედეთ ან რიჩარდ ტალერის წიგნები მოძებნეთ, სამივე ნობელიანტია 😄

 

 

 

 

What do you think?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვის აქვს მეტი ხელფასი?

გადასახადები საქართველოში