in

ვის აქვს მეტი ხელფასი?

გიფიქრია რა ფაქტორებზეა ადამიანის ხელფასი დამოკიდებული? შეიძლება თუ არა, რომ ადამიანის თვისებების, უნარებისა და ხასიათის მიხედვით განსაზღვრო, სავარაუდოდ რამდენი ექნება მას ხელფასი? ათუ ეს შესაძლებელია, მაშინ შეგვიძლია შესაბამისად ვიმუშაოთ როგორც ჩვენს, ასევე ჩვენი შვილების ან მოსწავლეების უნარებზე.

არსებობს კვლევები, რომლებიც იკვლევენ კავშირს ადამიანის ამა თუ იმ თვისებასა (უნარს) და ხელფასს შორის. ახალი კვლევის (2023 წლის სექტემბერი)  თანახმად, ადამიანის ხელფასი ყველაზე მეტად დამოკიდებულია მის უნარზე – სწორად გადაანაწილოს დრო. ანუ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რამდენის გაკეთება შეუძლია, არამედ საქმეებიდან მნიშნელოვანის ამორჩევის უნარი.

ადამიანური კაპიტალის თეორია პროდუქტიულობას ეფუძნება და ამბობს, რომ ადამიანები მეტი უნარებითა და განათლებით მეტს აწარმოებენ. ბოლო პერიოდში კომპანიები ეძებენ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მენეჯერული და პრობლემების გადაწყვეტის უნარები აქვთ. სწორედ ამ ზრდას გვიჩვენებს პირველი გრაფიკი; გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე კადრებზე 1960 წლიდან 2018 წლამდე მოთხოვნა 6%-დან 34%-მდე გაიზარდა და ამ ზრდის ნახევარზე მეტი 2007 წლის შემდეგაა.

მე-2 გრაფიკი გვიჩვენებს რა კავშირია ადამიანის საშუალო ხელფასსა და მის სამუშაოზე გადაწყვეტილების მიღების სიხშირეს შორის. მენეჯერები, მეცნიერები, ინჟინრები, ექიმები და იურისტები – არიან ადამიანები, ვისაც ყველაზე ხშირად უწევს გადაწყვეტილების მიღება სამსახურში.

კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე, იმ ადამიანებს, ვისაც საათში მაღალი შემოსავალი აქვთ, ასევე მაღალი აქვთ შესრულებული სამუშაოს ოდენობაც. ეს კვლევა იყენებს მოდელს, რომელშიც დროის განაწილების კარგი უნარის მქონე ადამიანები დროს ეფექტიანად ანაწილებენ. ანუ ყველაზე მნიშვნელოვან დროს იმ საქმეებს უთმობენ, რომელსაც ყველაზე დიდი შედეგი ექნებათ. ამ უნარს განმარტავენ როგორც “ზღვრულ ეფექტიანობაზე ყურადღების მიქცევას”. ცოტა რთულად ჟღერს და ავხსნათ. თუ მაქვს რაღაც A, B, C საქმეები და ჩემი 1 საათი მუშაობით A-ს ყველაზე მეტი შედეგი მოჰყვება, მაშინ მანამ გავაკეთებ A-ს, სანამ მისი ეფექტიანობა კლებას არ დაიწყებს და 1 საათის მუშაობით მიღებულ შედეგში B ან C საქმეები არ გადაასწრებენ. ანუ, ამ უნარის მქონე ადამიანები სტრატეგიულად უყურებენ საქმეებს და აფასებენ მათ კონკურენტულ უპირატესობებს.

მკვლევარებმა ეს უნარი (რომელსაც allocative skills უწოდებენ) ექსპერიმენტით გამოიკვლიეს. ჩაატარეს თამაში, რომელში ჩართული ადამიანები მენეჯერის როლს ირგებდნენ და ვალდებულები იყვნენ წარმოსახვითი თანამშრომლებისთვის საქმეები ისე გადაენწაილებინათ, რომ შექმნადი ღირებულების მაქსიმუმი მიეღოთ (მაქსიმიზაციის დავალება ჰქონდათ).  მონაწილეებს უწევდათ ინფორმაციის სწრაფი გაანალიზება. აღმოჩნდა, რომ მათ, ვისაც საშუალოსთან შედარებით 1 სტანდარტული გადახრით უფრო მაღალი დროის განაწილების უნარი ჰქონდათ, ასევე ჰქონდათ 7%-ით უფრო მაღალი შემოსავლები (ცხადია, რომ სხვა ფაქტორები, როგორიცაა IQ გათვალისწნებული იყო და ეს 7% მათ არ მოიცავს).

კვლევამ ასევე აჩვენა რომ კავშირი ამ უნარსა და შემოსავალს შორის მნიშვნელოვნად მაღალი მხოლოდ მაშინაა, როცა ადამიანი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე მუშაობს. თუ იმ პოზიციებს შევხედავთ, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღება ხშირად უწევთ, მაშინ 1 სტანდარტული გადახრით დროის განაწილების უნარის ზრდა, შემოსავლის 10%-ით ზრდას იწვევს. თუმცა იმ პოზიციებზე, სადაც გადაწყვეტილების მიღება ნაკლებად უწევთ, ამ უნარის ზრდას ხელფასის ზრდა ნაკლებად მოჰყვება. საინტერესოა რომ ადამიანებს, ვისაც მაღალი უნარი აქვთ დროის გადანაწილების, მხოლოდ მცირედად ეზრდებათ გადაწყვეტილების მიღების მაღალი ინტენსივობის სამსახურებში დასაქმების ალბათობა.

ასე რომ, თუ ხელფასის გაზრდა გვინდა ამ კვლევის მიხედვით გამოდის, რომ შეგვიძლია დროის განაწილების უნარებზე ვიმუშაოთ.

კვლევა: Allocative Skill
Andrew Caplin, New York University and NBER
David J. Deming, Harvard University and NBER
Soren Leth-Petersen, University of Copenhagen
Ben Weidmann, Harvard University∗
September 2023

What do you think?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

გაცვლითი კურსი

ბიბლიოთეკარი თუ ფერმერი? – ბაიესის თეორემა