მართალია, სიყვარული გულიდან მოდის, მაგრამ ვერც ურთიერთობების დროს ავუვლით გვერდს ეკონომიკას. ურთიერთობებს პეპლებთან ერთად თან ახლავს ხარჯები, სარგებელი და გამოწვევები.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ურთიერთობების ეკონომიკაში დანახარჯია. პაემანზე წასვლისას, მიუხედავად იმისა, ბარში სასმლის დალევას აპირებთ თუ ფილმის ყურებას, გიწევს გარკვეული ხარჯის გაღება. 2021 წლის კვლევის მიხედვით, აშშ-ში ერთი პაემნის ღირებულება საშუალოდ 102 $ იყო. ამ ხარჯებში გათვალწინებული იყო სავახშმოდ ან დასალევად წასვლა და ღონისძიებების ბილეთებიც.
ზოგიერთი ადამიანისთვის ეს ხარჯები შესაძლოა ბარიერიც კი იყოს ურთიერთობის დასაწყებად. ეს ძირითადად სტუდენტებს ეხებათ, რომლებსაც უწევთ სწავლის საფასურის გადახდა და არ აქვთ მაღალანაზღაურებადი სამსახურები. თუმცა, არსებობს დაბალბიუჯეტური ან უფასო ალტერნატივებიც – ქალაქში გასეირნება ან პარკში პიკნიკზე წასვლა.
განსაკუთრებით ხარჯიანია 14 თებერვალი – ვალენტინობის დღესასწაული. 2022 წელს ამერიკელებმა ვალენტინობის დღეს 24 მილიარდი $ დახარჯეს. კვლევის თანახმად, აშშ-ში ურთიერთობებთან დაკავშირებული ხარჯები წელიწადში საშუალოდ 120 000 $-ია.
კიდევ უფრო დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული ნიშნობა და ქორწინება. აშშ-ში ნიშნობის ბეჭდის ფასი საშუალოდ 5500 $-ია. ქორწილის ფასი კი ინფლაციასთან ერთად იზრდება და 30 000 $-ია.
მართალია, ურთიერთობები ხარჯებთანაა დაკავშირებული და შეიძლება ძვირიც კი იყოს, თუმცა ფინანსური სარგებლის მოტანაც შეუძლიათ. მაგალითად, ბინისა და საყიდლების ხარჯების განაწილებით თანხის დაზოგვა შეგიძლია, მარტივდება ფინანსური გეგმების დასახვა და ფულის დაზოგვაც.
მიუხედავად ხარჯებისა და გამოწვევისა, კვლევები აჩვენებს, რომ ურთიერთობები სასარგებლოა – წყვილები უფრო ბედნიერები და ჯანმრთელები არიან, ვიდრე მარტოხელა ადამიანები. ურთიერთობები გვაძლევენ ემოციურ და სოციალურ მხარდაჭერას, რაც ზოგადად უკეთ გვაგრძნობინებს თავს და უმჯობესდება ჩვენი მენტალური მდგომარეობაც.
ურთიერთობების ეკონომიკა საკმაოდ კომპლექსურია და ბევრ სხვადასხვა ფაქტორთანაა დაკავშირებული. ერთ მხარეს ხარჯები და გამოწვევებია, მეორე მხარეს კი – შესაძლებლობები და სარგებელი. ურთიერთობების ეკონომიკაში გარკვევა ამ ყველაფრისთვის გვამზადებს, რამაც შესაძლოა, გაგვიმარტივოს კიდევაც ურთიერთობები.
GIPHY App Key not set. Please check settings