in ,

შვილების საშუალო რაოდენობა

თანამედროვე სამყაროში ხშირად გაიგონებთ, რომ შობადობის მაჩვენებელმა იკლო, თუმცა მოსახლეობის რაოდენობა იზრდება. რა ხდება?

პრე-მოდერნულ ერაში შობადობის მაჩვენებელი ერთ ადამიანზე 4.5-დან 7 ბავშვამდე მერყეობდა. თუმცა, ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აბალანსებდა მოსახლეობის საერთო რაოდენობის ზრდას. ჯანდაცვის გაუმჯობესებასთან ერთად მოსახლეობის ზრდის ტემპი დაჩქარდა, მაგრამ საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა: 1960 წელს შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 5-ს შეადგენდა, ხოლო 2021 წლისთვის 2.4-მდე შემცირდა. რატომ მოხდა ასე? ამ ფენომენს სამი ძირითადი მიზეზი აქვს:

  1. ქალთა გაძლიერება საზოგადოებაში განათლების, სამუშაო ძალაში მონაწილეობისა და ქალთა უფლებების გაძლიერების გზით.
  2. ბავშვების სტატუსის ზრდა, რამაც გაზარდა მათი აღზრდის ხარჯები.
  3. ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება.

2023 წლისთვის ნაყოფიერბის მაჩვენებელი (ამიერიდან დავწერთ როგორც TFR) სხვადასხვა ქვეყანაში შემდეგნაირად გამოიყურებოდა: ავსტრალიაში – 1.6, ინდოეთში – 2, საქართველოში – 1.8, კანადაში – 1.3, ნამიბიაში – 3.2, ჩინეთში – 1, თურქეთში – 1.6 (წყარო: UN, World Population Prospects, 2024). ამ ცვლილებების შედეგად, თუ 1963 წელს მოსახლეობის ზრდის ტემპი 23% იყო, დღეს ის მხოლოდ 1%-ს შეადგენს. თუმცა, ამის მიუხედავად მოსახლეობის რაოდენობა დედამიწაზე ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში გაორმაგებულია.

საინტერესოა, რამდენ ხანს დასჭირდა შობადობის მაჩვენებლის 6-ზე მეტი ბავშვიდან 3-ზე ნაკლებამდე შემცირებას. საქართველოს მაგალითზე, 1920 წელს ეს მაჩვენებელი 6-ს შეადგენდა, ხოლო 1952 წელს – 3-ს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 1950-იან წლებამდე მონაცემები ზუსტი არ არის.

1950-იან წლებში ყველაზე მდიდარ ქვეყნებში TFR უკვე დაწეული იყო. თუმცა, მნიშვნელოვანია, არ ავურიოთ შობადობის მაჩვენებელი დაბადებულთა საერთო რაოდენობასთან. 1950 წელს 90 მილიონი ბავშვი დაიბადა, ხოლო 2022 წელს – 130 მილიონი.

კონტინენტების მიხედვით დაბადებულთა რაოდენობა შემდეგნაირად შეიცვალა:

1950 წელი:

  • აზია: 57.06 მილიონი
  • აფრიკა: 10.88 მილიონი
  • ევროპა: 12.17 მილიონი
  • ჩრდილოეთ ამერიკა: 4.06 მილიონი
  • ლათინური ამერიკა: 7.30 მილიონი

2021 წელი:

  • აზია: 67.36 მილიონი
  • აფრიკა: 44.89 მილიონი
  • ევროპა: 6.9 მილიონი
  • ჩრდილოეთ ამერიკა: 4.05 მილიონი
  • ლათინური ამერიკა: 9.54 მილიონი

შობადობის შემცირების მიზეზები:

  1. ქალების განათლება: ეკონომისტი გერი ბეკერი აღნიშნავს, რომ “ბავშვის ყოლის გადაწყვეტილება არის ალტერნატიული დანახარჯების საკითხი და განათლება ცვლის ამას”. ბავშვის ყოლას ის განიხილავს როგორც მოთხოვნას, რომელსაც აქვს როგორც პირდაპირი (მონეტარული ხარჯები), ასევე არაპირდაპირი (ალტერნატიული დანახარჯი) ფასი. რაც უფრო განათლებულია ქალი, მით უფრო მაღალია მისი ალტერნატიული დანახარჯი.  1950-იანი წლებიდან 2020 წლამდე ქალების მიერ განათლებაში დახარჯული წლების ოდენობა 0.9-დან 12.1 წლამდე გაიზარდა, ხოლო შობადობის მაჩვენებელი 6.43-დან 1.68-მდე შემცირდა. ამას წრიული ეფექტიც აქვს: განათლების დონის ზრდა ამცირებს შობადობას, ხოლო შობადობის შემცირება, თავის მხრივ, ზრდის განათლების დონეს, რადგან თითო ადამიანზე მეტი საგანმანათლებლო რესურსი მოდის.
  2. ქალების მონაწილეობა სამუშაო ძალაში: მაგალითად, ესპანეთში ქალების წილი სამუშაო ძალაში 1980 წელს 27.19% იყო, ხოლო 2022 წელს – 53.19%. პარაგვაიში ეს მაჩვენებელი 21.91%-დან 59.06%-მდე გაიზარდა. რამაც თავის მხრივ გაზარდა ქალებისთვის შვილის ყოლის ალტერნატიული დანახარჯი.
  3. ბავშვთა უფლებების დაცვა: ბავშვების სამუშაო ძალად აღქმის აკრძალვამ ასევე გავლენა იქონია შობადობის შემცირებაზე.

ეს ტენდენციები და მიზეზები გვიჩვენებს, თუ როგორ შეიცვალა შობადობის მაჩვენებლები მსოფლიოში და რა ფაქტორებმა იქონია გავლენა ამ ცვლილებებზე.

What do you think?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

კი და არა – როგორ გესმის ეკონომიკა?

რამდენ კითხვას გამოიცნობ?