რომელ ქვეყანაში იცხოვრებდი? თუ ვინმე ამ კითხვაზე პასუხად იტყვის “ლუქსემბურგს” ვერ გაამტყუნებ; ლუქსემბურგი ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომელშიც კომფორტულად და ხარისხიანად შეიძლება ცხოვრება.
ბელგიას, საფრანგეთა და გერმანიას შორის მდებარე პატარა ევროპული სახელმწიფოს ფართობი დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრია, მოსახლეობის რაოდენობა კი თბილისის მოსახლეობაზე ბევრად ნაკლებია, სულ რაღაც 645 397 ადამიანი.
მცირე ფართობი სულაც არ უშლის ხელს, რომ ქვეყანას განვითარებული ეკონომიკა და ცხოვრების მაღალი დონე ჰქონდეს. ლუქსემბურგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა. აქ ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მშპ ერთ სულ მოსახლეზე მაჩვენებლი, რომელიც 2021 წლის მონაცემებით დაახლოებით 133 500 $-ს შეადგენს. ქვეყნის ნომინალური მშპ კი 85 მილიარდი დოლარია.
ლუქსემბურგის ეკონომიკა ძირითადად დამოკიდებულია საბანკო, ფოლადის გადამუშავებისა და მრეწველობის სექტორებზე. მშპ-ს 25%-ს ფინანსური სექტორი წარმოადგენს. ქევყანაში გვხვდება არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ინტერნაციონალური ფინანსური ინსტიტუციები. როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში, ეკონომიკის უდიდესი ნაწილი 80% აქაც მომსახურების სფეროს უკავია, მრეწველობას მხოლოდ 15%, ხოლო სოფლის მეურნეობას სულ რაღაც 5%.
აქვე ვთქვათ, რომ ლუქსემბურგშია რესტორანი, რომელიც მომხმარებელს ყველაზე მეტი სახეობის ღვინოს სთავაზობს. თუ რესტორან “Chiggeri”-ის ესტუმრებით, მათ მენიუში 1800-მდე დასახელების მეტ ღვინოს აღმოაჩენთ.
ლუქსემბურგში უმუშევრობის დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროკავშირის ქვეყნებში და 5%-ზე ნაკლებს შეადგენს. მოსახლეობა განათლებული და კონკურენტუნარიანია, რაც ქვეყანას უცხოელი ინვესტორებისთვის მომხიბვლელს ხდის. Ამავე დროს, ლუქსემბურგის მოსახლეობის ნახევარზე მეტი იმიგრანტები არიან და აქ 170-ზე მეტი ეროვნების ადამიანის პოვნაა შესაძლებელი. Არჩევნებში მონაწილეობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონე ლუქსემბურგს აქვს, მოსახლეობის 91% აძლევს ხმას.
ლუქსემბურგი სარკინიგზო, საგზაო და საჰაერო ტრნსპორტაციის ცენტრად შეიძლება ჩაითვალოს, რაც ხელს უწყობს ვაჭრობას. გასაკვირი არაა, რომ ლუქსემბურგის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები სწორედ მისი მეზობლები – საფრანგეთი, გერმანია და ბელგია არიან. ქვეყანას ძირითადად მინერალები, მეტალები და საკვები პროდუქტები შემოაქვს. ხოლო ექსპორტზე გააქვს ფოლადის პროდუქტები, ქიმიური ნივთიერებები და პლასტმასის ნაწარმი.
ღია ეკონომიკა ლუქსემბურგს ეხმარება, რომ ეკონომიკაში საგარეო ვაჭრობის წილით მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იყოს.
ლუქსემბურგი ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა და მისი წევრია 1957 წლიდან. ევროზონას 1999 წლიდან შეუერთდა. ქვეყანა ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის ნატოსა და გაეროს, წევრია.
ლუქსემბურგში საკონსტიტუციო მონარქიაა წარმომადგენლობითი დემოკრატიით, სათავეში ჰერცოგია. აღსანიშნავია, რომ ლუქსემბრუგი მსოფლიოში ერთადერთი დამოუკიდებელი დიდი საჰერცოგოა. ქვეყნის დედაქალაქი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქალაქად ითვლება.
GIPHY App Key not set. Please check settings