in ,

უბილეთო მგზავრის პრობლემა

გეცნობა სიტუაცია, როცა ჯგუფური დავალება გქონდა, ჯგუფის ერთ წევრს არაფერი გაუკეთებია, თუმცა ყველამ ერთი და იგივე შეფასება მიიღეთ? მსგავსი რამ ეკონომიკაშიც გვხვდება, უბილეთო მგზავრის პრობლემა აღწერს მდგომარეობას, როდესაც ადამიანი იღებს რაიმედან სარგებელს ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე. იგივეა, როცა შენი სახლის აივნიდან მეზობელ უბანში ფეიერვერკებს უყურებ – ფეირვერკი სხვამ იყიდა, თუმცა ამ სანახაობით შენც ტკბები.

რატომ ხდება ასე და რა არის პრობლემა? უბილეთო მგზავრის პრობლემა ყველაზე ხშირად საზოგადოებრივი პროდუქტის მოხმარებისას გვხვდება. ასეთ პროდუქტს ყველა იყენებს, რადგან საზოგადოებისთვისვისაა გათვლილი და შეუძლებელია ვინმეს მასზე წვდომა აუკრძალო.

საზოგადოებრივი პროდუქტებია სუფთა ჰაერი, გზები, ქუჩების განათება, სახელმწიფო თავდაცვა და სხვა. ისინი საზოგადოების ყველა წევრისთვის ხელმისაწვდომია და თუ პროდუქტს რომელიმე ერთი წევრი იყენებს, მეორე ადამიანს ამ პროდუქტზე წვდომა არ უმცირდება. საზოგადოებრივი პროდუქტები ჩვენი – მოქალაქეების გადახდილი გადასახადიდან ფინანსებდა.

დავუშვათ, რომ გადასახადების გადახდა ნებაყოფლობითია და ვინმემ არ მოისურვა გადასახადების გადახდა, თუმცა მაინც სარგებლობს ისეთი პროდუქტებით, რომლებიც გადასახადებიდან ფინანსდება, მაგალითად, ქუჩის განათებით. ცხადია, გზებზე სიარულისას ისიც ისე გამოიყენებს განათებას, როგორც ადამიანები, რომელთა გადახდილი ფულითაც ეს განათებები გაკეთდა.

ბევრმა ადამიანმა რომ მოისურვოს გადასახადებისთვის თავის არიდება და საზოგადოებრივი პროდუქტების უსასყიდლოდ გამოყენება, სახელმწიფოს აღარ შეუვა ფული, რომლითაც ამ პროდუქტს აწარმოებდა. ადამიანები, რომლებიც გადასახადებს არ გადაიხდიან უბილეთო მგზავრები არიან, რომელთა ქმედებასაც საბაზრო ჩავარდნა მოყვება.

ზოგიერთი ადამიანის აზრით, გადასახადები ნებაყოფლობითი უნდა იყოს და არ არსებობს პროდუქტი, რომელიც კერძო სექტორში ვერ გადავა, მათ შორის გზებიც, განათებაც და სხვა სერვისებიც. თუმცა ჯერ-ჯერობით არ არსებობს ქვეყანა, სადაც გადასახადები სრულად ნებაყოფლობითია და არ გვაქვს ამის მაგალითი.

დღესდღეობით კი გადასახადები უბილეთო მგავრის პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზაა. რადგან მისი გადახდა სავალდებულია, ადამიანები მისთვის თავის არიდებას კანონიერად ვერ შეძლებენ. პრივატიზაცია უბილეთო მგზავრის პრობლემის მოგვარების ბოლო საფეხურია – თუ უბილეთო მგავრების გამო საბაზარო ჩავარდა მოხდა, შესაძლოა პროდუქტი კერძო საკუთრება გახდეს და მასზე წვდომა მხოლოდ გარკვეული ჯგუფისთვის იყოს დაშვებული.

სავალდებულო საგადასახადო სისტემის პირობებში, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობა – როცა ნებისმიერ საზოგადოებრივ პროდუქტს ვიყენებთ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ პროდუქტისთვის ფული გადასახადების სახით ჩვენ გადავიხადეთ.

What do you think?

Written by Orjer Ori

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ეკონომიკის ანბანური ტესტი | ვ

რამდენად კარგად იცნობ საუდის არაბეთის ეკონომიკას?