in

უნდა ივაჭრონ თუ არა ქვეყნებმა ერთმანეთში?

თუ სტატია მხოლოდ კითხვაზე მოკლე პასუხის მისაღებად გახსენი, მაშინ აქვე ვიტყვით, რომ – კი, ქვეყნებმა უნდა ივაჭრონ ერთმანეთში. ასე ყველა უფრო მოგებული დარჩება, ვიდრე მაშინ, თუ ყველა საჭირო პროდუქტის ქვეყნის შიგნით წარომოებას შეეცდებოდნენ.

თუ გაინტერესებს რატომ, მაშინ გააგრძელე კითხვა.

წარმოიდგინე, შუაგულ ოკეანეში 2 ლამაზი კუნძული.

ორივეგან მოჰყავთ ბანანი და ანანასი. პირველ კუნძულს შეუძლია დღეში ან 10 ბანანის ან 10 ანანასის, მეორეს კი ან 10 ბანანის ან 30 ანანასის დაკრეფა.

თუ თანაბარ დროს დაუთმობენ ორივე პროდუქტს, მაშინ პირველ კუნძულს ექნება 5 ბანანი და 5 ანანასი, მე-2-ს კი 5 ბანანი და 15 ანანასი. ჯამში ორივე კუნძულს ერთად 10 ბანანი და 15 ანანასი.

მაგრამ მოდი დავაკვირდეთ: პირველ კუნძულს (რომელსაც 10-10 ცალის წარმოება შეუძლია), 1 ბანანი 1 ანანასი უჯდება (თუ არ მოიყვანდა 1 ბანანს, მაშინ დრო დარჩებოდა 1 ანანასისთვის).

მე-2 კუნძულს კი 1 ბანანი 3 ცალი ანანასი უჯდება (1 ბანანის მოსაკრეფად საჭირო დროში 3 ანანასს მოკრეფდა).

ანუ პირველი კუნძულისთვის 1 ბანანის მოყვანის ალტერნატიული დანახარჯი უფრო ნაკლებია და მას ბანანის კრეფაში კონკურენტული უპირატესობა აქვს მე-2 კუნძულთან შედარებით.

თუ ორივე კუნძული იმას გააკეთებს, რაშიც კონკურენტული უპირატესობა აქვს, 1-ელი კუნძული მხოლოდ ბანანს მოიყვანს და მე-2 კუნძული მხოლოდ ანანასს, გამოვა, რომ პირველი 10 ბანანს, მე-2 კი 30 ანანასს მოიყვანს. ჯამში ორივე ერთად 10 ბანანს და 30 ანანასს (რაც 15 ანანასით მეტია იმ შემთხვევაზე, თუ ორივე ცალ-ცალკე ეცდებოდა ორივე პროდუქტის წარმოებას).

ანუ გაბევრდა საერთო ღირებულება და ახლა მათ შეუძლიათ ერთმანეთში ივაჭრონ და ჰქონდეთ იმაზე მეტი პროდუქტი, ვიდრე სპეციალიზაციის და ვაჭრობის გარეშე ექნებოდათ.

მოდი ახლა სპეციალიზაციაზე კიდევ ერთი მაგალითი განვიხილოთ.

წარმოიდგინე, რომ კოტე არის ძალიან კარგი ექიმი, რომელთან ჩასაწერად პაციენტებს დიდ ხნით მოცდა უწევთ. კოტესთან რეკავენ და რეკავენ, ათანხმებენ დროებს და ეწერებიან. რა შეიძლება ქნას კოტემ? შეუძლია თვითონ უპასუხოს ტელეფონს, ჩახედოს რვეულში ჩაწერილ დაჯავშნილ თარიღებს, შეუთანხმოს მომავალ პაციენტს, დარჩენილ დროში კი უმკურნალოს უკვე მისულ პაციენტებს.

მაგრამ კოტეს ტელეფონზე ლაპარაკის ნაცვლად შეეძლო დრო პაციენტების მკურნალობაში დაეხარჯა, ანუ მისი ალტერნატიული დანახარჯი ძალიან მაღალია. კოტეს შეუძლია დაიქირაოს ასისტენტი, რომელიც გადაიბარებს პაციენტების ვიზიტის ჩანიშვნას და კოტეზე უკეთესადაც გააკეთებს – რვეულის მაგივრად, კომპიუტერს გამოიყენებს. ანუ ორივე თავის საქმეს მიხედავს კოტეც და ასისტენტიც – შედეგად უფრო მეტ ღირებულებას მივიღებთ.

სპეციალიზაციის და ერთმანეთში ვაჭრობის სარგებლიანობა ვრცელდება არამხოლოდ ადამიანებზე, არამედ ბიზნესებსა და ქვეყნებზეც.

წარმოიდგინე რა ძვირი დაუჯდებოდა შოკოლადის მწარმოებელს 1 ფილა შოკოლადის გაკეთება, თუ თვითონ მოიყვანდა კაკაოს, დაამზადებდა შოკოლადს, მოიყვანდა და დაჭრიდა თხილს, აწარმოებდა შოკოლადის შესაფუთ ქაღალდს და გახსნიდა შოკოლადის გასაყიდ მაღაზიას? ამ შემთხვევაში 1 ფილა შოკოლადის თვითღირებულება იმდენად დიდი იქნებოდა, რომ მის ყიდვას ალბათ ვერც შევძლებდით.

ასევე ქვეყნების მაგალითზე, როცა 1 ქვეყანას აქვს კონკურენტული უპირატესობა სხვებთან მიმართებაში, მას შეუძლია სპეციალიზდეს ამ პროდუქტის წარმოებაში, სხვა ქვეყნებმა კი მისგან იყიდონ ეს პროდუქტი. ასე მასთან ერთად სხვა ქვეყნებიც იხეირებენ, იმიტომ რომ შეეძლებათ საკუთარ წარმოებულზე უფრო იაფად იყიდონ ეს პროდუქტი, თვითონ კი რესურსი უფრო მომგებიანი პროდუქტის წარმოებაზე დახარჯონ.

What do you think?

Written by Orjer Ori

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ეკონომიკის ანბანური ტესტი | თ

ჩრდილოვანი ეკონომიკა