in ,

“ფორმულას” ბიზნესის რედაქცია და “ორჯერ ორი” თანამშრომლობას იწყებენ

ტელეკომპანია “ფორმულას” ბიზნესის რედაქცია და პროექტი “ორჯერ ორი” პარტნიორები გახდნენ.

ერთი შეხედვით კომპლექსური ეკონომიკური საკითხების ახსნა მარტივადაც შეიძლება, “ბიზნეს ფორმულა” და “ორჯერ ორი” კი სწორედ ამას შევეცდებით ერთობლივი ძალებით როგორც ვებ ფორმატში, ისე გადაცემებში “ეკონომიკა მარტივად” და “ბიზნესი Bloomberg-თან ერთად”.

ორივე მხარეს გვჯერა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა მოქალაქეების აქტიური ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

“ეკონომიკური ცხოვრების მოედანზე უნდა ვეძიოთ ღონე ჩვენის გაძლიერებისა”, – ილია ჭავჭავაძის ამ ფრაზას, აქტუალობა არ დაუკარგავს და ვინაიდან სწორედ ეკონომიკა განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას, ისევე როგორც ჩვენი მოლოდინებითა და ქცევებით განისაზღვრება ეკონომიკა, აუცილებელია გვქონდეს სათანადო ცოდნა და ინფორმაცია რიგ ეკონომიკურ თემებზე.

თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ-გვერდს, სოციალურ ქსელებს და გადაცემებს იმისთვის, რომ გაეცნოთ თქვენთვის საინტერესოდ და მარტივად ახსნილ ეკონომიკურ საკითხებს.

What do you think?

Written by Orjer Ori

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

კონკურენტული უპირატესობა

ეკონომიკის ანბანური ტესტი | გ