in

რა არის ფიშინგი?

მიგიღია მეილი, რომ შენმა შორეულმა ნათესავმა მილიონები დაგიტოვა, მის მისაღებად კი საბანკო მონაცემებს გთხოვენ?

შენი საბანკო მონაცემების გამოყენებას მილიონის ჩასარიცხად არავინ აპირებს, პირიქით – შენს ბარათს გამოიყენებენ და თანხას მოიპარავენ. ეს ფიშინგია – კიბერთაღლითობა, რომლის მიზანია ადამიანებს პირადი ინფორმაცია და ფული მოტყუებით გამოართვან.

ტექნოლოგიურ წინსვლასთან ერთად იხვეწება უსაფრთხოების მეთოდები. მაგალითად, ბანკებმა უსაფრთხოების ზომების უკეთ დასაცავად საბანკო ოპერაციის შესასრულებისას 2 ფაქტორიანი ავთენტიფიკაცია შემოიღეს.

თუმცა დროს არც ფიშერები ჩამორჩებიან და თავიანთ მეთოდებსაც შესაბამისად ცვლიან, თავიანთ ქცევას სხვადასხვა აქტუალურ მოვლენას არგებენ. მაგალითად, პანდემიის პერიოდში აგზავნიდნენ მეილებს, რომლებშიც WHO-ს სახელით კორონას წინააღმდეგ არსებულ მსოფლიო ფონდში თანხის გადარიცხვას ითხოვდნენ.

ფიშინგი გვხვდება ყველგან – სოციალურ ქსელებში, მობილურ აპლიკაციებში, მეილებზე. ფიშერები თაღლითობისთვის სატელეფონო ზარებს და მესიჯებსაც იყენებენ.

კარგად დააკვირდი ტელეფონის ნომერს – ფიშერები ხშირად ბანკის ნომრის მსგავს ნომერს არიან ამოფარებულები, რათა მარტივად მოგატყუონ და გაფიქრებინონ, რომ იმ ბანკიდან გირეკავენ, სადაც ანგარიში გაქვს გახსნილი და მოგთხოვონ, რომ გაუმხილო ანგარიშის ნომერი, PIN კოდი და CVV კოდი.

სინამდვილეში, არცერთ ბანკირს არ სჭირდება და არ აქვს უფლება მოგთხოვოს ბარათის პირადი მონაცემები. შესაბამისად, თუნდაც ბანკის ნამდვილი ნომრიდან დაგირეკონ, არ გაუმხილოთ მათ ის მონაცემები, რომლითაც წვდომას მისცემ შენს ფულზე.

ფიშინგის ერთ-ერთი გავრცელებული სახეობაა სმიშინგი – თაღლითობა სმსების გამოყენებით. თუ მესიჯს მიიღებ, რომელიც რომელიმე კომპანიის გვერდზე გადაგიყვანს და ინფორმაციის შეყვანას გთხოვს, კარგად დააკვირდი ვებ-გვერდის მისამართს. დიზაინი ხშირად რეალურის იდენტურია, საიტის მისამართი კი ოდნავ შეცვლილია.

სმიშინგი განსაკუთრებით წინასადღესასწაულო პერიოდში აქტიურდება. მაგალითად, თუ ახალი წლის დღეებში რომელიმე ბიზნესმა სმს-ით შეგატყობინა, რომ შენთვის საჩუქარი აქვს, რომლის მისაღებად ლინკზე გადასვლა ან პირადი მონაცემების გაგზავნა გევალება – ფრთხილად იყავი, შენ შეიძლება თაღლითობის მსხვერპლი გახდე.

არ გადახვიდე საეჭვო ლინკებზე, კარგად დაუკვირდი ვინ გწერს მესიჯს, არავის გაუმხილო შენი პირადი ინფორმაცია, საბანკო ბარათის ნომერი, PIN და CVV კოდი და იმ შემთხვევაში თუ ყველა დეტალის გადამოწმების შემდეგ გზავნილი კვლავ საეჭვოდ მოგეჩვენება – თავად დაუკავშირდი ბიზნესს, ბანკს, საქველმოქმედო ორგანიზაციას და გადაამოწმე, მართლა აგზავნიან თუ არა ისინი მსგავსი შინაარსის შეტყობინებებს.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეფინანსირების განაკვეთი

ეკონომიკის ანბანური ტესტი | ე