ეკონომიკის ანბანური ტესტი | ბ

შეავსე ანბან-ანბან ეკონომიკის ტესტი, რომლითაც შეგიძლია შეამოწმო შენი ცოდნა, ბ-ზე დაწყებული ეკონომიკური ტერმინების ცოდნაში.

  • Question of

    რას არის ბაზარი?

    • მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის სისტემა.
    • ადგილი, სადაც მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შეძენა შეიძლება.
    • ადგილი, სადაც ანგარიშსწორება ხდება მხოლოდ ნაღდი ფულით.
    • ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებიც მიმდინარეობს გაზაფხულსა და შემოდგომაზე.
  • Question of

    რას ნიშნავს ბანკი?

    • სახელმწიფო დაწესებულება, სადაც ინახება ქვეყნის ბიუჯეტი.
    • სახელმწიფო დაწესებულება, სადაც მხოლოდ ეროვნული ვალუტა ინახება.
    • დაწესებულება, რომელიც მომხმარებელს თანხის სანაცვლოდ უძრავ ქონებას სთავაზობს.
    • დაწესებულება, რომელიც მომხმარებელს ფინანსურად ემსახურება, ფულისა და ფასიანი ქაღალდების სხვადასხვა ტიპის ოპერაციებით.
  • Question of

    რას ნიშნავს ბანკნოტი?

    • აპარატი, საიდანაც შესაძლებელია ბარათის საშუალებით თანხის გამოტანა.
    • ქაღალდი ან ნაღდი ფული, რომელსაც მიმოქცევაში ცენტრალური ბანკი უშვებს .
    • გაკოტრებული მოვალე.
    • ნაღდი ფული, რომლის გამოყენებაც მხოლოდ სურსათის შესაძენად შეიძლება.
  • Question of

    რას ნიშნავს ბანკროტი?

    • გაკოტრებული მოვალე.
    • ნაღდი ფული.
    • ადამიანი, რომელის მუშაობს ბანკში.
    • ადამიანი, რომელსაც აქვს ბანკის ვალი.
  • Question of

    რას ნიშნავს ბაჟი?

    • გადასახადი ქვეყანაში შეტანილ ან საზღვარგარეთ გატანილ პროდუქტზე.
    • გადასახადი პროდუქტის ტრანსპორტირებისთვის.
    • გადასახადი, რომელსაც იხდიან ამაზონიდან გამოწერილი პროდუქტებისთვის.
    • გადასახადი, რომელსაც იხდიან ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები.
  • Question of

    რას ნიშნავს ბარტერი?

    • პროდუქტის შეძენა ოქროს სანაცვლოდ.
    • პროდუქტების გაცვლა.
    • მყიდველსა და გამყიდველს შორის დადებული ხელშეკრულება.
    • პროდუქტის თვითღირებულებაზე ნაკლები ღირებულებით შეძენა.
  • Question of

    რას ნიშნავს ბირჟა?

    • ადგილი, სადაც ხდება უბნის ეკონომიკური მდგომარეობის განხილვა.
    • დაწესებულება, სადაც ხდება მსხვილი ფინანსური და სავაჭრო გარიგებები.
    • ადგილი, სადაც დგინდება ავტომობილების ფასები.
    • დაწესებულება, რომლის წევრებს ბანკი სესხს ნაკლები პროცენტით აძლევს.
  • Question of

    რას ნიშნავს ბიუჯეტი?

    • სხვაობა ქვეყნის შემოსავლებსა და გასავლებს შორის.
    • სახელმწიფოს თანხა, რომელშიც არ შედის მოქალაქეთა გადახდილი გადასახადები.
    • შემოსავლებისა და გასავლების ჩამონათვალი, რომელიც უმეტესად 1 წლით განისაზღვრება.
    • თანხა, რომელითაც სახელმწიფო იხდის მოქალაქეების ხელფასებს.
  • Question of

    რას ნიშნავს ბოიკოტი?

    • ეკონომიკური ბრძოლის მეთოდი, როდესაც ერთი ქვეყანა მეორეს უწესებს სანქციებს.
    • პროტესტის ფორმა, როდესაც მოქალაქეები მართავენ აქციებს.
    • დაპირისპირება ბანკსა და მომხმარებლებს შორის.
    • ეკონომიკური ბრძოლის მეთოდი, რომელიც ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტით გამოიხატება.
  • Question of

    რას ნიშნავს ბროკერი?

    • აგენტი, რომელიც საქონლის, ფასიანი ქაღალდების, ვალუტის გამყიდველებსა და მყიდველებს შორის შუამავალის როლში გამოდის.
    • ბანკის თანამშრომელი.
    • ბანკის მევალე, რომელსაც არ აქვს ვალის გადახდის ფინანსური შესაძლებლობა.
    • ყიდვა-გაყიდვის მონაწილე, რომელსაც სურს პროდუქტზე ფასის დაკლება.
  • Question of

    რას ნიშნავს ბუღალტერია?

    • ფულის დაზოგვის გზა.
    • ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა.
    • დაწესებულება, რომელიც ახდენს კომპანიების აუდიტს.
    • კომპანიის ფინანსური მმართველი.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩრდილოეთ კორეის “ეკონომიკა”

კონკურენტული უპირატესობა