შეავსე ანბან-ანბან ეკონომიკის ტესტი, რომლითაც შეგიძლია შეამოწმო შენი ცოდნა, გ-ზე დაწყებული ეკონომიკური ტერმინების ცოდნაში.
-
Question of
რას ნიშნავს გადასახადები?
-
ფიზიკური და იურიდიული პირების გადასახდელი თანხა, რომლითაც ივსება სახელმწიფო ბიუჯეტი.
-
თანხა, რომელსაც სახელმწიფო უხდის მოქალაქეებს.
-
მოქალაქის კეთილი ნებით სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხა.
-
თანხა, რომელსაც კომუნალურებში ვიხდით.
-
-
Question of
რას ნიშნავს გამოსყიდვა?
-
გაყიდული პროდუქტის უკან დაბრუნება.
-
სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონების გაყიდვა ბანკის მიერ.
-
თანხის გადახდა სხვის მიერ მითვისებული ქონების დაბრუნების მიზნით.
-
გარიგების მიხედვით დადებული ვალდებულებების შეწყვეტის მიზნით ფასიანი ქაღალდების, კონტრაქტების, პროდუქტის ყიდვა.
-
-
Question of
რას ნიშნავს გარიგება?
-
ქორწინების ერთგვარი ფორმა.
-
გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტის მიზნით ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა.
-
საერთაშორისო ვაჭრობის ფორმა, რომლის პირობებიც საიდუმლოა.
-
ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მხარეების მიერ პირობების გადახედვა.
-
-
Question of
რას ნიშნავს გაკოტრება?
-
ფიზიკური ან იურიდიული პირის უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორების მოთხოვნები და ვალდებულებები.
-
ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა.
-
ვალდებულებების შესრულების თავიდან არიდების მიზნით კომპანიის გაყიდვა.
-
ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში უძრავი ქონების ჩამორთმევა.
-
-
Question of
რას ნიშნავს გაცვლა?
-
მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმა.
-
ეკონომიკური ოპერაცია, როდესაც ნივთს, პროდუქტს იღებს ის პირი, რომელიც ყველაზე მეტ ფასს გადაიხდის.
-
ანგარიშსწორების ფორმა, როდესაც მატერიალური ნივთის სანაცვლოდ მხოლოდ არამატერიალური აქტივის გაცემა შეიძლება.
-
ეკონომიკური ოპერაცია, როდესაც ერთი პირი გადასცემს მეორე პირს ნივთს, პროდუქტს და სანაცვლოდ იღებს ფულს ან პროდუქტს.
-
-
Question of
რას ნიშნავს გირავნობა?
-
იგივე ქირავნობა, ოღონდ ასო შეგეშალათ.
-
კრედიტის უზრუნველყოფის საშუალება, როცა ვალდებულების შეუსრულებლობისას კრედიტორს ნივთის რეალიზაციის ან საკუთრებაში მიღების უფლება აქვს.
-
კრედიტის უზრუნველყოფის საშუალება, როცა ნივთის გამოყენების უფლება არცერთ მხარეს არ აქვს.
-
წერილობითი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ნივთის გამოყენება შეუძლია მხოლოდ სახელმწიფოს.
-
-
Question of
რას ნიშნავს გირაო?
-
უძრავი ქონების ტიპი, რომელიც აუცილებელია სესხის მისაღებად.
-
აქტივი, რომლის ვალდებულების საგარანტიოდ გამოყენება მხოლოდ 1 წლის განმავლობაში შეიძლება.
-
აქტივი, რომელიც გამოიყენება ვალდებულების უზრუნველსაყოფად, საგარანტიოდ.
-
ფული, რომელსაც ევროკავშირი გვიხდის ხოლმე.
-
-
Question of
რას ნიშნავს გრანტი?
-
უსასყიდლოდ გადაცემული სახსრები, ფულადი ან ნატურალური ფორმით.
-
ფულადი ჯილდო, რომელიც უკან დაბრუნების ვალდებულებით გადაეცემა პირს ან კომპანიას.
-
შემოსავლის ტიპი, რომელიც არ იბეგრება.
-
ფულადი სახსრები, რომელიც დაარსებისას ყველა კომპანიას გადაეცემა.
-
GIPHY App Key not set. Please check settings