შეავსე ანბან-ანბან ეკონომიკის ტესტი, ამჯერად შეგიძლია შეამოწმო შენი ცოდნა თ-ზე დაწყებული ეკონომიკური ტერმინების ცოდნაში.
-
Question of
რას ნიშნავს თავისუფალი ბაზარი?
-
საბაზრო სისტემა, სადაც ფასები გამყიდველებსა და მომხმარებლებს შორის თავისუფლად, გარე ძალების ჩაურევლად მიიღწევა.
-
საბაზრო სისტემა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია პროდუქტის შეძენა.
-
საბაზრო სისტემა, სადაც მოხმარებელს მეტი უფლებები აქვს, ვიდრე გამყიდველს.
-
საბაზრო სისტემა, სადაც ფასები ყოველდღიურად იზრდება.
-
-
Question of
რას ნიშნავს თავდები?
-
პირი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ნებისმიერ შემთხვევაში დაფაროს სხვისი ვალი.
-
ვალდებულების უზრუნვეყოფის საშუალება, როდესაც ბანკი გამონაკლისის სახით პატიობს პირს ვალის გადაუხდელობას.
-
ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალება, როდესაც პირი იღებს პასუხისმგებლობას სხვა ადამიანის ვალდებულების შესრულებისთვის.
-
ბანკის თანამშრომელი, რომლის მოვალეობაცაა სესხის გაცემისას მომხმარებელს გააცნოს სესხის პირობები.
-
-
Question of
რას ნიშნავს თამასუქი?
-
ფასიანი ქაღალდი, რომელიც შუა საუკუნეებში გამოიყენებოდა ფულის ნაცვლად.
-
ფასიანი ქაღალდი, რომლითაც კომპანიის წილი გაცემა შეიძლება.
-
ფასიანი ქაღალდი, რომელსაც გასცემს ბანკი და ერიცხება პროცენტი.
-
ფასიანი ქაღალდი, რომლის გამცემ პირს აქვს ვალდებულება, გადაიხადოს თამასუქში ნაჩვენები თანხა.
-
-
Question of
რას ნიშნავს თვითღირებულება?
-
პროდუქტის დამზადებაზე, საწარმოს მართვასა და მომსახურებაზე, საწყობში გადატანაზე გაწეული ყველა ხარჯის ჯამი.
-
ღირებულება, რომელზე მაღალ ფასადაც აკრძალულია პროდუქტის გაყიდვა.
-
მხოლოდ პროდუქტის დამზადებისთვის გამოყენებული მასალის ხარჯები.
-
-
Question of
რას ნიშნავს თვითანაზღაურება?
-
ბიზნესის მართვის ფორმა, როდესაც ბიზნესის მფლობელი საკუთარ ფულს უხდის თანამშრომლებს.
-
ფინანსების მდგომარეობა, რომლის დროსაც ბიზნესის დანახარჯები მთლიანად საკუთარი შემოსავლებით იფარება.
-
ანაზღაურება, რომელსაც დასაქმებული ითხოვს გარკვეული სამუშაოს სანაცვლოდ.
-
ბიზნესის მართვის ფორმა, როდესაც თანამშრომლები საკუთარი ხარჯებით ფარავენ ბიზნესის დანახარჯებს.
-
-
Question of
რას ნიშნავს თეთრსაყელოიანები?
-
არაფიზიკური შრომით დასაქმებული პირები.
-
ბანკის თანამშრომლები.
-
მაღალი თანამდებობის პირები.
-
ხელისუფლების წევრები.
-
-
Question of
რას ნიშნავს თვითდასაქმებული?
-
ადამიანი, რომელსაც თავად ასაქმებს სხვებს.
-
ადამიანი, რომელმაც სხვისი დახმარების გარეშე იპოვა სამუშაო ადგილი.
-
საკუთარ საწარმოში ან საკუთარ მეურნეობაში მოგების ან ოჯახური შემოსავლის მიღების მიზნით მომუშავე პირი.
-
საკუთარ საწარმოში დასაქმებული პირი, რომელსაც არ აქვს შემოსავლის არანაირი ინტერესი.
-
GIPHY App Key not set. Please check settings