ეკონომიკის ანბანური ტესტი | ა

შეავსე ანბან-ანბან ეკონომიკის ტესტი, რომლითაც შეგიძლია შეამოწმო შენი ცოდნა, ა-ზე დაწყებული ეკონომიკური ტერმინების ცოდნაში.

  • Question of

    რას ნიშნავს აბსოლუტური უპირატესობა?

    • ქვეყნის შესაძლებლობა, აწარმოოს რაიმე პროდუქტი სხვა ქვეყანაზე ნაკლები დანახარჯით სხვა ქვეყანქტიაზე ეფეანად.
    • ქვეყნის შესაძლებლობა, აწარმოოს სხვა ქვეყანაზე ბევრი პროდუქტი.
    • ქვეყნის უფლება, მხოლოდ მან აწარმოოს რაიმე პროდუქტი მთელ მსოფლიოში.
    • ქვეყნის ტრადიცია, აწარმოოს რაიმე პროდუქტი ყველა სხვა ქვეყანაზე უკეთ.
  • Question of

    რას ნიშნავს ავანსი?

    • სატელეფონო მომსახურების გადასახადი.
    • ფულადი თანხა, რომელიც გაიცემა ქველმოქმედებისთვის.
    • გადასახადი, რომელსაც მყიდველი იხდის უძრავი ქონების შეძენისას.
    • ფულადი თანხა, რომელიც გაიცემა წინასწარ პროდუქტის ან სერვისის მისაღებად.
  • Question of

    რას ნიშნავს ალტერნატიული ღირებულება?

    • ღირებულება, რომელსაც ვერ მიიღებ სხვა ღირებულების მიღების შემთხვევაში.
    • ხარჯები, რომელსაც ნივთის შეძენისას გადასახადების სახით ვიხდით.
    • რესურსი, რომელიც იხარჯება სხვადასხვა ნივთისა თუ სერვისის შექმნისას.
    • სხვა გამყიდველის მიერ დადებული ფასი იმავე პროდუქტზე.
  • Question of

    რას ნიშნავს ანაბარი?

    • თანხა, რომელსაც ბანკი მის ერთგულ მომხმარებლებს უხდის.
    • ბანკში შესანახად შეტანილი დანაზოგი, რომელსაც, როგორც წესი, ერიცხება პროცენტი.
    • დანაზოგი, რომლის გამოყენებაც მხოლოდ კენტ დღეებში შეიძლება.
    • ბანკში შენახული თანხა, რომელსაც ბანკი უკან აღარ აბრუნებს.
  • Question of

    რას ნიშნავს არამატერიალური აქტივი?

    • აქტივი, რომელიც არ არსებობს.
    • ფულის გარდა ყველანაირი ქონება.
    • ფიზიკური ფორმის არმქონე აქტივი, მაგალითად: ცოდნა, აქციები, საავტორო უფლება.
    • აქტივი, რომლის მფლობელის დადგენაც შეუძლებელია.
  • Question of

    რას ნიშნავს არაპირდაპირი დანახარჯები?

    • ხარჯები, რომელთა შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.
    • ხარჯები, რომელთა გათვლა პროდუქციის წარმოებისას წინასწარ შეუძლებელია.
    • ხარჯები, რომლის გაღება სხვების გასახარებლად გიწევს.
    • ხარჯები, რომელიც პირდაპირ კავშირში არ არის წარმოებულ ან რეალიზებულ პროდუქციის თვითღირებულებასთან.
  • Question of

    რას ნიშნავს ასიგნაცია?

    • ფულის ერთეული.
    • 100 ცალი ხელმოწერა.
    • ჩეკი, რომელიც გაიცემა პროდუქტის შეძენისას.
    • ქაღალდის ფული.
  • Question of

    რას ნიშნავს აუდიტი?

    • სხვადასხვა საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება.
    • კომპანიის ღირებულების დადგენა.
    • სხვადასხვა საქმიანობის ფინანსური ანალიზი და ბუღალტრული კონტროლი.
    • დარღვევების აღმოჩენის მიზნით კომპანიაში შეჭრა.
  • Question of

    რას ნიშნავს აუქციონი?

    • ბაზარი, სადაც პროდუქტს ყველაზე მეტის გადამხდელი მიიღებს.
    • ბაზარი, სადაც პროდუქტს მიიღებს ის, ვინც ყველაზე ხმამაღლა იყვირებს!
    • ვაჭრობის პროცესი, რომლის მიზანიც ქველმოქმედებაა.
    • ვაჭრობის პროცესი, როდესაც გამყიდველი პროდუქტს თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად ყიდის.
  • Question of

    რას ნიშნავს აქტივი?

    • ინდივიდის ან ფირმის საკუთრება, რომელსაც აქვს ფულადი ღირებულება.
    • მხოლოდ უძრავი ქონება და მანქანა.
    • კომპანიის ყველაზე აქტიურ თანამშრომელთა ჯგუფი.
    • ვალდებულებები, რომელიც ამა თუ იმ კომპანიას გააჩნია.
  • Question of

    რას ნიშნავს აქცია?

    • ფასიანი ქაღალდი, რომლის ღირებულებაც აუცილებლად იზრდება.
    • ფასიანი ქაღალდი, რომელიც მფლობელს კომპანიის წილს აძლევს.
    • კომპანიის წილი, რომლის გაყიდვაც არ შეიძლება.
    • კომპანიის წილი, რომელიც მფლობელმა პროტესტების და აქციების საშუალებით მოიპოვა.
  • Question of

    რას ნიშნავს აქციზი?

    • არაპირდაპირი გადასახადი, რომელსაც ყველა ვიხდით.
    • არაპირდაპირი გადასახადი, რომელსაც მხოლოდ სრულწლოვანი მოქალაქეები იხდიან.
    • არაპირდაპირი გადასახადი, რომელსაც მთავრობა სიკეთეში ხარჯავს.
    • არაპირდაპირი გადასახადი, რომელსაც კანონით აკრძალული საქონლის შეძენისას იხდიან.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

კერძო საკუთრება საქართველოში

ინფლაცია